რონალდ კუმანი - "მე ეს მომეწონა, ის დიდებული ადამიანია..."

AutoSharing Option
კატალონიის „ბარსელონას“ მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლეო მესისთან პირველი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ სეზონის სტარტზე   "ბარსელონას" უფროსებს ბოიკოტი გამოუცხადა; ასევე, სამედიცინო შემოწმებასა და პრესეზონის ვარჯიშებზეც უარი განაცხადა.
ამის შემდეგ კატალონიელებმა არგერტინელი მიახვედრეს, რომ მას არ გაუშვებდნენ უფასოდ, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში მასში 400 მილიონი ევრო უნდა გადაეხადათ. ამის შემდეგ მესიმ განაცხადა, რომ  გუნდში კონტრაქტის დასრულებამდე დარჩება. კოტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.
ჰოლანდიელი "ბარსელონის" მწვრთნელი ამ სეზონის დაწყებამდე გახდა.
"გასაგებია, რომ ფეხბურთელებს შორის დიდი უკმაყოფილება იყო. ამიტომ ჩემთვის
პრიორიტეტი  მესისთან საუბარი გახლდათ, რათა გამეგო, ის სიტუაციას როგორ ხედავდა. მან ყველაფერი მასთან სახლში მომიყვა. მე ყურადღებით მოვისმინე, მაგრამ შევახსენე, რომ  მე იმ დროს გუნდში საერთოდ არ ვყოფილვარ. მე შემეძლო მხოლოდ საუბარი, თუ როგორ მინდოდა სიტუაციის შეცვლა, როგორ ვხედავდი ჩემს მომავალს "ბარსელონაში", თამაშსა და ფეხბურთზე. მე ეს მომეწონა, ის დიდებული ადამიანია" - ციტირებს კუმანი.
წყარო: Sports.ru

alt"რეალს" უსახურობაში "ბარსელონა" არ ჩამორჩა და დამარცხდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
,,მან ყველაფერი მასთან სახლში მომიყვა. მე ყურადღებით მოვისმინე,....... რაღაცა არასწორი ნათარგმნია??? კუმანი სახლში ეწვია??? ერიჰა..... აი სად დაერხა მწვეთნელს.... ასე ეს გუნდს ვერ გააკეთებს...... რა ვიცი, რა ვიცი....
alex
10:36 20-10-2020
2
მაინც ვერ გავიგე, რას დაეტაკა ეს კუმანი სუარეს მოსვლისთანავე? ისე გაუშვა, ვითომ ჭ-ე კლასის ფეხბურთელი იყო ლუისი, შეხედეთ ათლეტიკოში გოლი გოლზე გააქვს. ისე, რომ შორიდან უყურე კუმან, გოლებზე დაგეშილ ჩვენს ლეგენდას.
გოჩა
13:40 19-10-2020
0

სიახლეები პოპულარული