სომხეთის ნაკრებს ჯანი დე ბიაზი ჩაიბარებს

AutoSharing Option
AlpeSport-ის ცნობით, სომხეთის ნაკრების მწვრთნელად იტალიელი ჯანი დე ბიაზი დაინიშნება.

გამოცემის მტკიცებით, მოლაპარაკება 62 წლის სპეციალისტსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის დასასრულს უახლოვდება.

დე ბიაზი ადრე ალბანეთის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში, ბოლოს კი "ალავესს" მოძღვრავდა, საიდანაც შარშან დაითხოვეს.

სომხეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი რამდენიმე დღის წინ ვარდან მინასიანის გადადგომის შემდეგ გახდა ვაკანტური.

altსომხეთის ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული