დიუგარი: თუ ზიდანმა მოურინიოს დაურეკა, ორ ვირთხას შევჭამ

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ ჟოზე მოურინიოს ნაცვლად "მანჩესტერის" მენეჯერად შეიძლება ზინედინ ზიდანი დანიშნონ.

"ზიზუ "მანჩესტერში" სამუშაოდ არ წავა. ამაში დარწმუნებული ვარ. ზიდანმა მოურინიოს დაურეკა? თუ მართლა დაურეკა, ერთს კი არა ორ ვირთხას შევჭამ.

მათ არასოდეს არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ამიტომ, არა მგონია, დაერეკოს და ეთქვას, რომ მისი შეცვლა უნდა. ზიზუ ახლა შვებულებაშია, მოურინიო კი თვითონ გაართმევს თავის საქმეს თავს", - განუცხადა დიუგარიმ RMC Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაყაყი ჭამიები კი ხართ და ვირთხასაც კი შეჭამ,არ გამოყვეს ამ ფრანგებმა თავი?! ნაკრებს მწვრთნელის მასაჟისტის მეტი ფრანგი არავინ ყავთ
euhh
22:26 06-10-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული