"ფრანს ფუტბოლმა" 2018 წლის "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიის გამოქვეყნება ნაწილ-ნაწილ დაიწყო.
ხვალ ოცდაათივე პრეტენდენტის ვინაობა გახდება ცნობილი. დასახელებულ ფეხბურთელთა მეორე ხუთეულშია "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო, ხოლო "ბარსელონას" ფორვარდი ლეო მესი ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ.
პირველი ხუთეული: სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ალისონი (რომა), გარეთ ბეილი (რეალი), კარიმ ბენზემა (რეალი), ედინსონ კავანი (პსჟ)
მეორე ხუთეული: ტიბო კურტუა (რეალი), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), კევინ დე ბრიუნე (მანჩესტერ სიტი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), დიეგო გოდინი (ატლეტიკო)
მესამე ხუთეული: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ედენ აზარი (ჩელსი), ისკო (რეალი), ჰარი კეინი
(ტოტენჰემი), ნგოლო კანტე (ჩელსი)