გამოცემა ამტკიცებს, რომ იანვარში ზიდანი კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ბეილის გაყიდვაზე მოელაპარაკა. პერესი ზაფხულში ბეილის გაყიდვას დაპირდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" კარში მის მიერ 2 გოლის გატანის შემდეგ გადაიფიქრა.
ფლორენტინომ მაშინ დირექტორთა საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ ბეილმა დიდი საქმე გააკეთა და რონალდოზე უკეთესი ფეხბურთელია.
ეს რომ ზიდანმა შეიტყო, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და გუნდი დატოვა.