არდა თურანმა ღამის კლუბში ცნობილი თურქი მომღერალი გალახა

AutoSharing Option
"ბარსელონადან" "ისტანბულში" განათხოვრებულმა ნახევარმცველმა არდა თურანმა ღამის კლუბში ცნობილი თურქი მომღერალი ბერკაია შაჰინი ცემა.

"ფანატიკის" ცნობით, არდა მომღერლის მეუღლეს ოზლემ ასეს ჩააცივდა და უთხრა:"დაქორწინებული რომ არ ვიყო, შენნაირ გოგოს გვერდს ვერ ავუვლიდი".

ამის შემდეგ თურანმა ბერკაი ისე გალახა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს და გატეხილ ცხვირზე ოპერაცია გაუკეთეს.

როდესაც მიხვდა, რომ შარში გაეხვა, ფეხბურთელმა დაზარალებულს ბოდიში მოუხადა:"არ ვიცოდი, თუ შენი მეუღლე იყო. მაპატიე. თუ გინდა, შეგიძლია მომკლა".

მოგვიანებით თურანმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ არც ქალს ჩააცივდა, ჩხუბი კი არ უარყო.

2018 წლ
ის მარტში ის თავის მეუღლეზე კითხვის დასმის გამო ჟურნალისტს თავის გატეხვით დაემუქრა, მაისში კი თურქეთის ჩემპიონატზე მსაჯს თავს დაესხა და 16-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული