არდა თურანი: რონალდოს საუკეთესოობაზე მხოლოდ მისი გუნდელები და ნათესავები ლაპარაკობენ, მესი საუკეთესოა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა არდა თურანმა ორ საუკეთესო ფეხბურთელზე, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა.

"მესი თამაშის ყველა ნაწილში მონაწილეობს. მას შეუძლია მატჩის ნებისმიერი ასპექტი აკონტროლოს.

რონალდოზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ის ბომბარდირია, თანაც განსაკუთრებული. მესის კი ფეხბურთში ყველაფრის კეთება შეუძლია. ის ისეთ რაღაცებს აკეთებს, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია. მისი ინტელექტი, მოედნის ხედვა და პასი სხვა დონეზეა.

ვისთანაც ამ თემაზე მისაუბრია, ყველა მეთანხმება. არ მეთანხმებიან მხოლოდ რონალდოს გუნდელები ან მისი ნათესავები. რონალდო ჩემი მეგობარია და მის დონეში ეჭვი არ მეპარება, თუმცა მესი
საუკეთესოა", - განაცხადა თურანმა beIN Sports Turkey-სთან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
Orive sauketesoa, tumca gamomdinare iqedan rom fexburti gunduri sportia, mat shoris ufro gunduri fexburteli mesia chemi azrit. Chemi azrit raa msoflio mcvrtnelebis didi nacilis azrit. Mesis ramdenic gaaqvs titqmis imdeni asisti aqvs. Mxolod es detalia me ese vfiqrob
Milani
21:47 14-08-2020
0
აქამდე ვიცოდი,რომ ქართველები,ბასკების ნათესავები ვართ.ახლა კი,არდასაგან გავიგე,რომ თურმე რონალდუსაც უამრავი ნათესავი ჰყოლია საქართველოში.კრიშტიანუ,პორტუგალიელია ხომ?
სოსო
09:28 14-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული