სკამი, რომლითაც რუსმა ფეხბურთელმა კოკორინმა ჩინოვნიკს თავი გაუტეხა, 50 ათასად იყიდება

AutoSharing Option
იყიდება სკამი, რომლითაც რუსეთის ნაკრების ფეხბურთელმა ალეკსანდრ კოკორინმა მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში ვაჭრობის სამინისტროს მაღალჩინოსნს დენის პაკს თავი გაუტეხა.

მისი ფასი 50 ათასი რუბლია (755 აშშ დოლარი).

"ეს სკამი პოლიციელებისგან შევიძინე. მათ სკამი ნივთმტკიცებულების სახით წაიღეს. რამდენად ვიყიდე, არ გეტყვით. საიდუმლოა. 50 ათასად ვყიდი. ვაჭრობაც შეიძლება. ჯერ ბევრი მყიდველი არა მყავს - მხოლოდ სამმა ადამიანმა დამირეკა.

მართლა ის სკამია თუ არა? მობრძანდით, ნახეთ საქონელი. კოკორინის ვიდეო ნახეთ. კაფეში შეიარეთ. იქ ისეთივე სკამებია, მხოლოდ ერთი აღარ არის", - განუცხადა გამყიდველმა "კომსომოლსკაია პრავდას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული