როგორც გაუწყეთ, აფრიკის თასის საკვალიფიკაციო მატჩში კაიროში ეგვიპტემ 4:1 დაამარცხა სვაზილენდი და ამ შეხვედრაში "ფარაონების" თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა გოლი კუთხურიდან ე.წ. ხმელი ფოთოლით გაიტანა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.
სალაჰს სერიოზული არაფერი არ სჭირს, მხოლოდ კუნთი აქვს დაჭიმული და თავის დაზღვევის მიზნით ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელმა ხავიერ აგირემ დასვენების და ლივერპულში დაბრუნების უფლება მისცა, სვაზილენდს კი სამშაბათს განმეორებით თამაშში როგორმე მოჰამედის გარეშე შეებრძოლებიან.