სლოვაკეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
სლოვაკეთის მთავარმა მწვრთნელმა იან კოზაკმა თანამდებობა დატოვა. 64 წლის სპეციალისტმა თავად გადაწყვიტა, ნაკრები დატოვოს.

16 ოქტომბერს შვედეთთან შეხვედრაში სლოვაკეთის ნაკრებს მისი ასისტენტი შტეფან ტარკოვიჩი გაწვრთნის.

კოზაკი სლოვაკეთის ნაკრების რეკორდსმენია გუნდში მუშაობის ხანგრძლივობით. ის ნაკრებს 2013 წლის ივლისიდან წვრთნიდა.

სლოვაკები, კოზაკის ხელმძღვანელობით, ევრო 2016-ის მერვედფინალამდე მივიდნენ, თუმცა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ.

ბოლო შეხვედრაში სლოვაკეთი ჩეხეთთან 1:2 დამარცხდა და ერთა ლიგაში B დივიზიონში პირველი ჯგუფის ბოლო ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული