რუსი ჩინოვნიკები, რომლებიც ფეხბურთელებმა გალახეს, პუტინმა ორდენით დააჯილდოვა

AutoSharing Option
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფეხბურთელების ალეკსანდრე კოკორინისა და პაველ მამაევის მიერ ნაცემი მაღალჩინოსნები დააჯილდოვა.

თავგატეხილ დენის პაკს მამულის წინაშე დამსახურების მეორე ხარისხის ორდენი გადაეცა, ხოლო მასთან ერთად დაზარალებულ სერგეი გაისინს ალეკსანდრე ნეველის ორდენი.

კოკორინს, მის ძმას და მამაევს მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში პაკისა და გაისინის გალახვისათვის ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს და ამჟამად ბუტირკას ციხეში იმყოფებიან.

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ თუ ფეხბურთელები თავიანთი გუნდებიდან მოკვეთეს, გროზნოს "ახმატში" ჩარიცხავს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ქვეყანაა, მაგათ თავზე გავიარე
დომენტი
21:22 15-10-2018
4
ამ პლანეტაზე არ ცხოვრობენ
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული