კემპესი მესის გამოესარჩლა: მარადონას ყოველი პირის გაღება პრობლემაა

AutoSharing Option
მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონმა მარიო კემპესმა დიეგო მარადონა გააკრიტიკა, რომელმაც თქვა, რომ ლეო მესის მტკიცე ხასიათი არა აქვს და ლიდერი ვერასოდეს ვერ გახდება.

"მარადონას ყოველი პირის გაღება პრობლემაა. ის არავის არ სცემს პატივს, მას კი საფეხბურთო კარიერის გამო ყველა პატივს სცემს. არავინ არ ახსენებს 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელიდან გაშვებულ გამარჯვებას.

მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ ის არგენტინელია. მარადონას დრო წავიდა, ის უკვე აღარაა ახალგაზრდებისთვის სამაგალითო. ხანდახან კაცმა ენას კბილი უნდა დააჭირო", - განუცხადა კემპესმა "მუნდო დეპორტივოს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
მარიო კემპესი მხოლოდ 1978 წლის ჩემპიონი კი არაა,არამედ საუკეთესო ფეხბურთელიც და ბომბარდირიც,ხოლო ერთერთ, თამაშში ისეთ ნახტომში მოხსნა ბურთი ცხრიანიდან,რომ მსოფლიოს ნებისმიერი მეკარე მოაწერდა ხელს.პენალტი,შემდეგ უკვე მეკარემ მოიგერია.იმ ჩემპიონატში, კემპესი ნამდვილი ლიდერი იყო,თუმცა არ გაამაყებულა.
სოსო
10:14 16-10-2018
0
ლეო არგენტინის ყველა დროის საუკეთესოა ფეხბურთელია
Levan
11:54 16-10-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული