ერთა ლიგაზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და გაირკვა იმ ნაკრებების ვინაობა, რომლებიც დაბალ ლიგაში დაქვეითდნენ.
მაშ ასე, დავიწყოთ.
A ლიგა
მეორე ჯგუფში მოასპარეზე ისლანდიის ნაკრები B ლიგაში დაქვეითდება. ისლანდიელებს სამი მატჩიდან 3 წაგება აქვთ და მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვთ დარჩენილი, რომლის მოგება ვერაფრით დაეხმარებათ.
მესამე ჯგუფში პოლონეთმა ისლანდიის ბედი გაიზიარა და ერთა ლიგის ახალ სეზონს B ლიგაში დაიწყებს.
B ლიგა
მესამე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიას 0 ქულა აქვს და ახალ სეზონს C ლიგაში დაიწყებს.
C
ლიგა
აქ გუნდები ლიგაში დარჩენისთვის ჯერ კიდევ იბრძვიან.
D ლიგა
D ლიგა ყველაზე საინტერესოა ჩვენთვის, რადგან აქ საქართველოს ნაკრები ასპარეზობს. "ჯვაროსნები" პირველ ჯგუფში უპირობო ფავორიტები არიან და 9 ქულით ჯგუფს ლიდერობენ. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრებს გოლიც კი არ აქვს გაშვებული.
D ლიგაში ჯგუფის ყველა გამარჯვებული C ლიგაში აღზევდება. ჯგუფის გამარჯვებულები კი ნახევარფინალში ერთმატჩიან პლეი-ოფში შეხვდებიან ერთმანეთს, შემდეგ ფინალში, ფინალური მატჩის გამარჯვებული კი ევრო 2020-ის საგზურს მიიღებს.