ერთა ლიგის მეოთხე ტურში საფრანგეთთან დამარცხების (1:2) შემდეგ კომენტარი გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გააკეთა.
"რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ. კარგა ხანს ვეთამაშეთ მსოფლიოს ჩემპიონს ტოლ-სწორად, მაგრამ სამწუხაროდ, მამაცურად თამაშისთვის ვერ დავჯილდოვდით.
პენალტი? თვალნათლივ ჩანდა, რომ ჰუმელსი მატიუიდის არ შეხებია. პირიქით იყო. ასე რომ, ეს თერთმეტმეტრიანი არ იყო".
ამ მატჩის მსაჯი სერბი მილორად მაჟიჩი იყო.