ბრაზილიამ არგენტინა კომპენსირებულ დროში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში არგენტინა 1:0 დაამარცხა.

მატჩი სულაც არ ჰგავდა ამხანაგურს, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან პრინციპული მეტოქეების თამაში მუდამ დაძაბულია. ამჯერადაც ასე იყო. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გამარჯვების გოლი მირანდამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გაიტანა - მას გადაცემა ნეიმარმა გაუკეთა.

ნეიმარმა სელესაოში 2010 წლიდან მოყოლებული 59 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჯიდა (საუდის არაბეთი). მეფე აბდულას სახელობის სტადიონი
ბრაზილია - არგენტინა 1:0
გოლი: მირანდა (90+3)

ბრაზილია: ალისონი, დანილო (ფაბინიო 53), მარკინიოსი, მირანდა, ფილიპე ლუისი, კოუტინიო, არტური,
კაზემირო (რიშარილსონი 65), ფირმინო, ნეიმარი

არგენტინა: რომერო, სარავია, ოტამენდი, პეცელია, ტალიაფიკო (აკუნია 81), პარედესი, ბატალია, ლო ჩელსო (სალვიო 73), დიბალა (მარტინესი 58), იკარდი (სიმეონე 88), კორეა (პერეირა 67)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული