უსეინ ბოლტმა მალტის ჩემპიონ "ვალეტას" კონტრაქტზე უარი უთხრა

AutoSharing Option
8-გზის ოლიმპიური ჩემპიონი უსეინ ბოლტი, რომელმაც კარიერა 2017 წელს დაასრულა, საფეხბურთო კარიერის დაწყებისთვის ბევრს შრომობს.

ის ავსტრალიურ "ცენტრალ ქოასთ მარინერსში" ვარჯიშობს და სეზონისწინა ამხანაგურ მატჩში დუბლის გაფორმებაც მოახერხა, თუმცა ავსტრალიური კლუბი მისთვის კონტრაქტის შეთავაზებას არ ჩქარობს.

"ვალეტასგან" დაინტერესება ნამდვილად იყო. უსეინის მიმართ დიდი ინტერესია, ჩვენ რეგულარულად ვიღებთ სხვადასხვა შეთავაზებას" - განაცხადა მისმა აგენტმა.

ინტერესი მალტური კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ უსეინ ბოლტს შეუძლია კონტრაქტს ხელი ნებისმიერ დროს მოაწეროს და შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია.

იამაიკელი სპრინტერი ხშირად ამბობდა, რომ
ბედის ცდა ფეხბურთშიც სურდა. თუმცა, ჯერჯერობით ბუნდოვანია რამდენად შეძლებს სურვილის განხორციელებას და პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს.

altხავი: უსაინ ბოლტი ფეხბურთს ვერ ითამაშებს

altუსეინ ბოლტს მოურინიოს "მანჩესტერის" მოსაწყენი ფეხბურთი არ მოსწონს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული