წლების წინ რაჭველებმა საუკუნის შეკითხვა დასვეს, თუ ვინ არიან ყველაზე სწრაფები მსოფლიოში. აღნიშნულ სტატიაში ჩვენ ამ შეკითხვას გავცემთ პასუხს და მსოფლიოს 6 უსწრაფეს ადამიანს წარმოგიდგენთ.
რაც უნდა სამწუხარო იყოს, მათ შორის არც ჩრდილოეთ განედის მე-20 პარალელზე მყოფი აბიბო სირბილაძე და არც ცოლშვილიანი აფრასიონ რაჭველიშვილი არაა. უსწრაფეს 6 სპორტსმენს შორის 4 იამაიკელია, 2 კი - ამერიკელი.
6. მორის გრინი, აშშ
ჩვენს სიას ამერიკელი მორის გრინი ხსნის - 1999 წლის 16 ივნისს მორისმა 100-მეტრიანი დისტანცია ათენში 9,79 წამში დაფარა. იმ დროისთვის ამერიკელმა
მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
5. ნესტა კარტერი, იამაიკა
ძალიან ემოციურმა და ამასთანავე, სწრაფმა და ათლეტურმა სპორტსმენმა ნესტა კარტერმა თავის დროზე 100 მეტრის გარბენა 9,78 წამში შეძლო.
მას კარიერაში უნიკალური მიღწევები ჰქონდა: ოლიმპიური ჩემპიონი (2012, ლონდონი), მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი (2011, 2013-15), 3-გზის მსოფლიოს ვერცხლისპრიზიორი (2007, 2012, 2015) და 2013 წელს ბრინჯაოს მედალიც აქვს მოპოვებული. 2016 წელს დოპინგის 2008 წლის ოლიმპიადაზე მოხმარებაში ამხილეს, თუმცა სხვა ტიტულები არ ჩამოურთმევიათ.
4. ასაფა პაუერლი, იამაიკა
2008 წელს შვეიცარიაში, ლოზანაში კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა - 9,72 წამში გაირბინა 100-მეტრიანი დისტანცია. აქამდე კი მსოფლიო რეკორდს 3 წლის განმავლობაში ფლობდა - 2005-დან 2008 წლის ჩათვლით.
ასაფასაც ძალიან ბევრი მიღწევა აქვს კარიერაში: ოლიმპიური ჩემპიონი კარიერის ბოლოს გახდა (რიო, 2016 წელი), მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი (2009, 2015), მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი (2007), მსოფლიო ჩემპიონატის 2-გზის ბრინჯაოსპრიზიორი (2007, 2009).
3. იოჰან ბლეიკი, იამაიკა
უსწრაფეს ექვსეულში ბლეიკი მესამე იამაიკელია. სათხილამურო სპორტში ნორვეგიელები ლიდერობენ, მოკლე და საშუალო დისტანციაზე სირბილში კი - იამაიკელები. იოჰანის კარიერაში 100-მეტრიან დისტანციაზე გარბენში საუკეთესო მაჩვენებელი 9,69 წამი გახლავთ.
2. ტაისონ გრეი, აშშ
იამაიკელი სპორტსმენების შემდეგ კიდევ ერთი ამერიკელის ჯერი დადგა. ტაისონ გეის კარიერაში პიკი 2007 წელს იყო. ამ წელს მსოფლიო ჩემპიონი 3-ჯერ გახდა.
ამერიკელმა მაინც ვერ მოახერხა ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვება, თუმცა სამყაროში მეორე უსწრაფესი ადამიანი მაინც არის. მისი რეკორდი 9,69 წამია, მეათასედებით აჯობა ბლეიკს.
1. უსეინ ბოლტი, იამაიკა
ამ სპორტსმენს კი ზედმეტი დახასიათება არ სჭირდება: 8-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 11-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ტყუილად კი არ იკავებს პირველ ადგილს ამ სიაში. მისი საუკეთესო მაჩვენებელი 100 მეტრზე გარბენში 9,58 წამია.
ეს შედეგი კოსმოსის სფეროდან არის მსოფლიო სპრინტერებისათვის, მისი თანამემამულეებისთვისაც კი. საერთოდ ყველასთვის, თავად მის გარდა. უსეინ ბოლტი, რომლის მაქსიმალური სისწრაფე 45 კმ/სთ არის, პლანეტის უსწრაფესი ადამიანია.
მომზადებულია eurosport-ის მიხედვით