სლოვაკეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - ვლადიმირ ვაისი ჩეხეთთან წაგების შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად დასალევად წავიდა და ამიტომ გადავდექი

AutoSharing Option
იან კოზაკმა განმარტა, თუ რატომ გადადგა ერთა ლიგაზე ჩეხეთთან წაგების (1:2) შემდეგ სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან. მისი თქმით, ფეხბურთელები და მათ შორის კატარის "ალ გარაფას" 28 წლის თავდამსხმელი ვლადიმირ ვაისი, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის შვილია, დასალევად ღამის ბარში წავიდნენ.

"არ მინდოდა შვედეთთან შეხვედრისთის სამზადისი დამერღვია, მაგრამ ვეთანხმები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომ გულშემატკივრებმა ყველაფერი უნდა შეიტყონ.

ჩეხეთთან თამაშს ორჯერ ვუყურე და ამ დროს გავიგე, რომ ფეხბურთელები დასალევად წავიდნენ. გულდსაწყვეტი იყო, ეს სახეში სილის გარტყმა გახლდათ. დილის 10 საათზე
ვარჯიში გვქონდა და კაპიტანი მარტინ შკრტელი და ვიცე-კაპიტანი მარეკ ჰამშიკი გაკვირვებულნი დარჩნენ.

მინდოდა, ეს შვიდი ფეხბურთელი გამომტყდარიყო და მათ თვალებში ვუყურებდი. მარტინ დუბრავკამ მითხრა, რომ "ნიუკასლში" მძიმე პერიოდი აქვს, ვლადიმირ ვაისმა კი მიპასუხა, რომ არ იცის, რატომ წავიდა. ლობოტკამ მომხდარი "სელტას" მძიმე გრაფიკით ახსნა, ხოლო როდესაც ჩემი გადაგომა შეიტყო, განაცხადა, რომ მწვრთნელები მოდიან და მიდიან, ის კი პროფესიონალია. შკრინიაკმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებული იყო. შატკამ თავი იმართლა - ბიჭებს უარი ვერ ვუთხრიო.

როგორი რეაქცია უნდა მქონოდა? შემეძლო თავი მომეკატუნებინა, რომ არაფერი არ მოხდა, მაგრამ მე ასე მოქცევა არ შემიძლია. ყველა გამეყარა ნაკრებიდან? ეს ჩემს კომპეტენციაშია?

არ შემიძლია ნაკრების მომავალს დუბრავკას, შკრინიაკის, ლობოტკას და ვაისის გარეშე ვხედავდე. ამიტომ გადავწყვიტე, თავად წავსულიყავი. პრეზიდენტს დავურეკე და ამის თაობაზე ვუთხარი. თუმცა, მიზეზი არ მითქვამს, რადგან ეს ფეხბურთელები მისთვის შვილებივით არიან. ვერ გავიცინებდი და ამ ფეხბურთელებთან ერთად შვედეთში ვერ წავიდოდი".

დუბრავკას, შატკას, შკრინიაკის, ლობოტკას და ვაისის გარდა ღამის ბარში მიხალ შულპი და ნორბერტ გომბოში წავიდნენ და cas.sk-ს ცნობით, დილით იქიდან ისეთი მთვრალები გამოვიდნენ, რომ ფეხზე ძლივს იდგნენ. კოზაკი სლოვაკეთის ნაკრებს ბოლო 5 წლის განმავლობაში ედგა სათავეში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
იქაური ღრუზინები
Niko
20:52 18-10-2018
22
მაგათ ეტყობა მამამისის, უფროსი ვაისის, ქამარი დიდი ხანია არ მოხვედრიათ.
ლუკა
01:20 19-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული