გუშინ, სლოვაკეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იან კოზაკმა თქვა, რომ ჩეხეთთან ერთა ლიგაზე დამარცხების (1:2) შემდეგ, 7 ფეხბურთელი და მათ შორის საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის შვილი ვლადიმირ ვაისი-უმცროსი (სურათზე მრცხნივ) ღამის ბარში წავიდნენ, საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება ვერ მოითმინა და გადადგა.
სლოვაკეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა იან კოვაჩიკმა კი განაცხადა, რომ უდისციპლინო ფეხბურთელებს დასჯიან, ისინი 2020 წლამდე პრემიალურებს ვერ მიიღებენ, ხოლო მათთვის გამოყოფილ თანხებს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავენ.
ვლადიმირ ვაისი-უმცროსი ამჟამად კატარის "ალ გარაფაში" თამაშობს.