"ატლეტიკოს" თავდმსხმელმა დიეგო კოშტამ ანაზღაურების მომატება მოითხოვა.
"მარკა" იტყობინება, მან შეიტყო, რომ მისი თანაგუნდელი ფორვარდის ანტუან გრიზმანის წლიური გასამრჯელო 20 მილიონი ევროა და ხელფასის მომატება მოითხოვა.
ცნობისათვის, დიეგო წელიწადში 8 მილიონს იღებს.
კლუბის ხელმძღვანელები დარწმუნებულნი არიან, რომ კოშტასთან ყველა პრობლემას მოაგვარებენ.
გრიზმანმა ამ სეზონში ლა ლიგაზე 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, კოშტას ანგარიშზე კი მხოლოდ 1 საგოლე პასია.