52 წლის სპეციალისტი, რომელიც ანტონიო კონტეს თანაშემწე იყო იტალიის ნაკრებსა და ტურინის "იუვენტუსში", დაკავებული პოსტიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვეს.
გუშინ მოსკოვის "სპარტაკი" ტულის "არსენალთან" (2:3) დამარცხდა, რაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
დროებით მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მასიმო კარერას თანაშემწე რაულ რიანჩო შეასრულებს.
მოსკოვის "სპარტაკი" რუსეთის ჩემპიონატში მეშვიდე პოზიციას იკავებს.
მასიმო კარერას შემცველთა შორის "სელტიკის" დამრიგებელი ბრენდან როჯერსი და "მონაკოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი განიხილებიან.
ანანიძე არ ათამაშეს და მწვრთნელს უხსნიან, გრიგალავა კი გახარებულია