"რეალის" მცველს, მარსელოს გუნდის გამოცვლა უნდა.
"ტუტოსპორტის" ცნობით, 30 წლის ბრაზილიელმა "რეალის" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ზამთარში "იუვენტუსში" აპირებს გადასვლას.
"იუვემ" ვერ მიაღწია კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მარცხენა მცველთან, ალეკს სანდროსთან და სერიოზულად განიხილავს მარსელოს კანდიდატურას.
მარსელო ბლანკოსში" 2007 წლიდან თამაშობს და თვლის, რომ დროა გუნდი გამოიცვალოს.
"სამეფო კლუბის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს არ წყობს ბრაზილიელის გაყიდვა, მაგრამ ესმის, რომ მისი შენარჩუნება გაუჭირდება.