"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების მცველი ჟოაუ კანსელუ თვლის, რომ "ოქროს ბურთი" რონალდომ უნდა მოიგოს.
"წარმოუდგენელია, რომ რონალდომ წელს "ოქროს ბურთი" ვერ მოიგოს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია დ გასულ სეზონში ყველაზე ხშირად გადაწყვიტა მატჩების ბედი.
არ შეიძლება ამ პრიზის მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით გადაცემა, რადგან ამ ტურნირს ერთი და იგივე გუნდები იგებენ. თუ საფრანგეთში, გერმანიაში ან ბრაზილიაში დაიბადე, ადრე თუ გვიან მუნდიალის გამარჯვებული გახდები. აი, პორტუგალიის 2016 წლის ევროპირველობაზე გამარჯვება კი იშვიათობაა.
რონალდომ გასულ ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი გაიტანა და ტურნირის
მთავარი მოქმედი გმირი იყო. როდესაც ის ამა თუ იმ გუნდში თამაშობს, ის გუნდი საუკეთესო ხდება. ამის დადასტურება უკანასკნელი ელ კლასიკოა - "რეალი" რონალდოს გარეშე 1:5-ს აგებს, "ბარსელონა" მესის გარეშე 5:1-ს იგებს. აი, მთელი განსხვავება", - განუცხდა კანსელუმ Sky Sport Italia-ს.