"ბოკამ" "პალმეირასი" ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა, ხოლო "რივერპლეიტმა" სტუმრად გატანილი ბურთის წყალობით იმარჯვა, ორი მატჩის ჯამში კი ნახევარფინალური დაპირისპირება 2:2 დასრულდა.
პირველი ფინალური მატჩი 7 ნოემბერს გაიმართება, ხოლო საპასუხო - 28 ნოემბერს.
გასულ სეზონში ლიბერტადორესის თასი "გრემიომ" მოიგო.