"მანჩესტერისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი ინგლისელ მსახიობ კეიტ რაიტზე დაქორწინდა.
"მან მითხრა "დიახ"! ვერასოდეს ვერ გავიგებ ჩემმა სამმა შვილმა როგორ შეინახა ეს საიდუმლო", - დაწერა რიომ ინსტაგრამზე და აბუ დაბის ცათამბჯენის სახურავზე გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.
2009 წელს სამი წლის ურთიერთობის შემდეგ ფერდინანდმა ცოლად რებეკა ელისონი შეირთო. მათ სამი შვილი ეყოლათ: ლორენცო, ტეიტი და ტია. 2015 წლის მაისში რებეკა მკერდის კიბოთი გარდაიცვალა, ერთი კვირის შემდეგ კი რიომ "კუინზ პარკში" ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.
მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ რიო და კეიტი
უკვე ორი წელია ერთად ცხოვრობენ.