ინგლისის თასზე "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ფულჰემი" 2:0 დაამარცხა.
პეპ გვარდიოლამ ამ მატჩში მოედანზე ექსპერიმენტალური შემადგენლობა გაიყვანა და დუბლი 19 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა ბრაჰიმ დიასმა შეასრულა.
17 დეკემბერს 1/8 ფინალში "სიტი" "ლესტერსა" და "საუთჰემპტონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი "ლესტერის" მფლობელის ვიშაი შრივადანაპრაბჰის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო გადაიდო.
86-ე წუთზე "ქალაქელთა" ნახევარმცველმა კევინ დე ბრიუნემ მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან ტიმოტი ფოსუ-მენსასთან შეჯახებისას მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, თუმცა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმრების გარეშე დატოვა.
დე ბრიუნემ მარჯვენა მუხლის ტრავმა ახლახან მოირჩინა.