France Football: მალე გატუზოს ნაცვლად "მილანის" მწვრთნელი ვენგერი გახდება

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლის" მტკიცებით, უახლოეს მომავალში "მილანის" მწვრთნელად არსენ ვენგერი დაინიშნება.

გამოცემა ირწმუნება, რომ მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება.

ვენგერის მიწვევით როსონერის ამერიკელი ინვესტორები არიან დაინტერესებულნი. კლუბის მფლობელები პოლ და გორდონ სინგერები "არსენალის" გულშემატკივრები არიან, რომელსაც ვენგერი 22 წლის მანძილზე ედგა სათავეში.

ამას გარდა, 1 დეკემბერს "მილანის" სპორტულ დირექტორად ივან გაზიდისი დაინიშნება, რომელიც ადრე "მეთოფეებში" მუშაობდა.

გატუზომ გუნდი 2017 წლის დეკემბერში ჩაიბარა და ამჟამად სერია A-ში მე-4 ადგილზეა, თუმცა მისი თამაშის ხარისხი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე ვფიქრობ უფრო ახალგაზრდა და ქარიზმატული მწვრთნელი სჭირდება
1
მგონი არაა ცუდი ვარიანტი. რას იტყვით?
შოთა
09:38 06-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული