
"ეკიპის" ცნობით, ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევისათვის, პსჟ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოხსნან.
Football Leaks-ის მიერ გამოქვეყნებული პარიზული კლუბის ფინანსური დარღვევების გამოქვეყნების შემდეგ, უეფამ გამოძიება განაახლა.
უეფა კიდევ ერთხელ განიხილავს კილიან მბაპესა და ნეიმარის ტრანსფერების დეტალებს.
იმისათვის, რათა ფინანსურ ფეირ-პლეის საკითხი მოაგვაროს, არაა გამორიცხული, "პარი სენ ჟერმენმს" ერთ-ერთი მათგანის გაყიდვა მოუწიოს.
ვითარებას ყურადღებით ადევნებს თვალს "რეალი", რომელსაც ამ ორივე ფეხბურთელის შეძენა სურს.