"დორტმუნდში" გენიოსი თამაშობს - 24 75-ზე და 33 97-ზე კალკულატორზე სწრაფად გაამრავლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დორტმუნდის" 23 წლის შვეიცარიელი ცენტრალური მცველი მანუელ აკანჯი ნამდვილი გენიოსია.

აკანჯიმ ტელეარხ SRF Sport-ის ტელეშოუში ყველა გააოცა, ის გამრავლებაში წამყვანს გაეჯიბრა, რომელსაც კალკულატორი ჰქონდა.

- რამდენია 24X75-ზე?
-1 800!

- მე კალკულატორზე თითის დაჭერაც ვერ მოვასწარი.
- ეს ადვილია, როდესაც ციფრი 25-ზე იყოფა.

შემდეგ ფეხბურთელმა 33 97-ზე გაამრავლა (3201) და ისევ დაასწრო წამყვანს.

აკანჯიმ ახსნა ამას როგორ აკეთებს:"ჯერ კიდევ სკოლაში ბევრს ვარჯიშობდი. ჩემი მასწავლებელი სხვადასხვა შეჯიბრებებს აწყობდა და თითქმის ყველა მოვიგე. კიდევ სანომრე ნიშნებზე ვარჯიშობდი. არ მკითხოთ რატომ. ზოგიერთი გამოთვლა უკვე ზეპირად
ვიცი".

მანუელი 2015 წელს "ბაზელმა" "ვინტერტურისგან" 700 ათას ევროდ შეიძინა, რომელმაც ამა წლის იანვარში "დორტმუნდს" 21.5 მილიონად მიყიდა.

მიმდინარე სეზონში აკანჯიმ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
სოსწოული სოსწოული
ვახო
17:14 16-11-2018
0
კალკურატორი?
gizo
20:15 15-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული