ამხანაგურ მატჩში გერმანიამ 3:0 დაამარცხა რუსეთი.
მასპინძლებმა პირველ ტაიმშივე გაიტანეს 3 გოლი და თამაშმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგა.
სადებიუტო გოლები გაიტანეს ბუნდესგუნდში სანემ და ზულემ. გნაბრიმ ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
ლეიპციგი. "რედ ბულ არენა". 35 288 მაყურებელი
გერმანია - რუსეთი 3:0
გოლები: 1:0 სანე (8), 2:0 ზულე (25), 3:0 გნაბრი (40)
გერმანია: ნოიერი, კერერი, რიუდიგერი (ტა 60), ზულე, გინტერი, ეკტორი (შულცი 70), კიმიჰი, ჰავერცი (რუდი 65), გნაბრი (მიულერი 73), ვერნერი (ბრანდტი 65), სანე (გორეცკა 78)
რუსეთი: ლუნევი, ნაბაბკინი (სემენოვი 78), ნოიშტედტერი, ჯიქია, რაუში (კუდრიაშოვი 73), იონოვი (პოლოზი 75), გაზინსკი, კუზიაევი (კამბოლოვი 71), ალ. მირანჩუკი (ან. მირანჩუკი 61), ეროხინი, არი (ზაბოლოტნი 55)