გიორგი წიტაიშვილი ან "შახტარში" გადავა ან "ზენიტში" - მას შეუძლია ჯვაროსანი გახდეს

AutoSharing Option
"დინამომანიას" საიტი იუწყება, რომ 18 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოსთან" კონტრაქტს არ გააგრძელებს.

მისი სამსახურით "შახტარი" და "ზენიტი" არიან დაინტერესებულნი და საიტის ცნობით, ფეხბურთელი და მისი მამა საუკეთესო ვარიანტს ეძებენ.

გიორგი "დინამოს" განაცხადში უკვე აღარაა.

მან "დინამოში" 2 წელი ითამაშა და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, აგრეთვე კარგად ითამაშა უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში.

გიორგიმ "დინამოს" პირველ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - უკრაინის თასის ფინალში "შახტართან". რადგან უკრაინის ნაკრებში არ უთამაშია, მას შეუძლია საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და ჯვაროსანი გახდეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
Klimentis bichi tua echvi ar shegeparot rom saqartvelos nakrebshi itamashebs
Akaki
12:19 21-11-2018
0
ის არ იქნება არც ვაჩიბერიძე ვინც დაინახა რომ უკრაინის ნაკრების დონეს ვერ ქაჩავდა და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა...
ბაჩო
11:26 21-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული