როგორც უკვე იცით, ერთა ლიგა დონეების მიხედვით დაწინაურებისა და დაქვეითების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ტურნირი ევრო 2020-ის პლეი-ოფში მოხვედრის შანსს იძლევა.
გუნდები, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში B, C და D ლიგებში პირველ ადგილზე გავლენ, ერთი ლიგით დაწინაურდებიან. გუნდები, რომლებიც A და B ლიგების ჯგუფებში ბოლო ადგილზე გავლენ, ერთი ლიგით დაქვეითდებიან.
C ლიგაში 4-გუნდიანი ჯგუფების ბოლოადგილოსნები და ასევე, ყველაზე ცუდი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი დაქვეითდებიან.
ფინალურ სტადიაზე ითამაშებენ:
- პორტუგალია (მასპინძელი)
- ინგლისი
- შვეიცარია
- ჰოლანდია
ერთი ლიგით დაქვეითდნენ
გერმანია (А-В), ირლანდია (B-С), ისლანდია (A-B), ლიეტუვა (С-D), კვიპროსი (С-D), პოლონეთი (A-B), ჩრდ. ირლანდია (B-С), სლოვაკეთი (B-C), სლოვენია (С-D), თურქეთი (B-С), ხორვატია (А-В), ესტონეთი (С-D).რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ფინალისტები (A ლიგის მონაწილეები): A ლიგის 4 ჯგუფის გამარჯვებულები ფინალური სტადიის წილისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება. გარდა ამისა, ფინალისტები ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩებშიც მიიღებენ მონაწილეობას, თუ პირდაპირ ევროს საკვალიფიკაციოდან ვერ გავლენ.ლიგაში დაწინაურება (B, C და D ლიგების მონაწილეები): გუნდები, რომლებიც დაწინაურდნენ, მომავალ გათამაშებაში უკეთეს ლიგაში დაიწყებენ ასპარეზობას. მათ ასევე პლეი-ოფის მატჩებში მონაწილეობაც გარანტირებული აქვთ, თუ პირდაპირ ევროს საკვალიფიკაციოდან ვერ მოხვდებიან ევროპის ჩემპიონატზე.
ლიგაში დაქვეითდება (A, B და C ლიგის მონაწილეები): გუნდები შემდეგ გათამაშებაზე ერთით დაბალ ლიგაში დაიწყებენ ასპარეზობას.
ნაკრების საბოლოო პოზიცია ერთა ლიგაზე კი ევრო 2020 წლის წილისყრის დროს მის განთესვას განსაზღვრავს, რომელიც 2 დეკემბერს დუბლინში გაიმართება.
როგორი შეიძლება იყოს ევრო 2020-ის შესარჩევი ჯგუფი? - მკითხველის არჩევანი
ნახევარფინალის მეტოქე - რითი იყო ერთა ლიგაზე გამორჩეული ბელორუსის ნაკრები?
8 ქართველი ჯგუფის სიმბოლურში - გიორგი ჩაკვეტაძე აქაც საუკეთესოა