დიეგო მარადონამ არგენტინის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ლიონელ სკალონი გააკრიტიკა.
"არგენტინის ნაკრებს ბიჭი ჰყავს, ლიონელ სკალონი, რომელიც დამნაშავე არაა იმაში, რომ მწვრთნელად დანიშნეს.
პრობლემა ისაა, რომ ის მწვრთნელად იგრძნობს თავს და გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანის სურვილი გაუჩნდება.
მას შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხბურთელთა კი არა მოტოსპორტის ნაკრები წაიყვანოს", - განუცხადა მარადონამ beIN Sports-ს.
დიეგო მარადონას დაბადების დღე ტორტში სახის ჩაყოფით მიულოცეს [VIDEO]
კემპესი მესის გამოესარჩლა: მარადონას ყოველი პირის გაღება პრობლემაა