ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "მანჩესტერმა" "ოლდ ტრაფორდზე" 1:0 დაამარცხა "იანგ ბოიზი" და პლეი-ოფში გავიდა.
გამარჯვების გოლი 90+1-ე წუთზე მარუან ფელაინიმ გაიტანა.
"მანიუს" მენეჯერი ჟოზე მოურინიო სიხარულისგან კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. ჯერ წყლის ბოთლების ყუთს ფეხი დაარტყა, შემდეგ კი ხელში აიღო და მიწაზე დაანარცხა.
ნამატჩევს მან კომენტარი გააკეთა: "ვერავინ დამაბრალებს, რომ გუნდი დაცვითი სტილით ვათამაშე. უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. 0:0-ზე მსოფლიოს საუკეთესო მეკარემ გადაგვარჩინა.
როგორც დავგეგმეთ, თამაში დიდი ზეწოლით დავიწყეთ. გულშემატკივრებმა ეს დაინახეს. ძალიან გამოცდილი ვარ და ბევრი რამის წინასწარმეტყველება შემიძლია. ამ გოლის ბოლოს გასატანად ნახევარმცველი გვჭირდებოდა".