IFFHS-ს ვერსიით მოდრიჩი მესიზე უკეთესი პლეიმეიკერია

AutoSharing Option
IFFHS-მ (ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია) წლის საუკეთესო პლეიმეიკერად "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი აღიარა.

გამოკითხვაში, რომელშიც 90 ქვეყნის ექსპერტი მონაწილეობდა, მოდრიჩმა 272 ქულა მოაგროვა.

მეორე ადგილზე 144 ქულით ლეო მესი (ბარსელონა) გავიდა, ხოლო მესამეზე ედენ აზარი (ჩელსი, 114 ქულა).

წელს ხორვატმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მას ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებაზე ჩატარებულ 13 მატჩში ჯერ გოლი არ გაუტანია, მესიმ კი ამავე ტურნირის 11 შეხვედრაში 9-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. რაც შეეხება აზარს, ამ სეზონში პრემიერლიგაზე
12 თამაშში 7 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გადაგვაყოლეს ამ მოდრიჩით ბარემღა, გადავარქვათ სახელი და გვარი და დავარქვათ ლეო და კრისტიანო. (მე ლეო არ მემეტება), კარგით რაა, მართლა და მართლა. ყველა, როგორ მესის ეჯიბრება და ვითომ "ყველაფერში უსწრებენ?". მოდრიჩი ნამდვილად არ იმსახურებს ოქროს ბურთს, ეს პირადად ჩემი და არა მარტო ჩემი, ბევრის აზრია. რონალდოს გადასვლის მერე, ყეყეჩივით იდგა მინდორზე და ფეხსაც ვერ ანძრევდა რა ვიგონებ? პირადად ოქროს ბურთის მინიჭებას, ორ დიდებულ ფეხბურთელებს შორის გავაკეთებდი, მესი და როლანდო!!!!! რა ვქნა პირველობა ისევ მესის!. გთხოვთ გაუშვათ.
გია1
10:55 30-11-2018
2
ვაფასებ მოდრიჩს მაგრამ მესისთან შედარება ზედმეტია !! ვერასდროს ვერ მივა ვერც მესის და ვერც რონალდოს დონეზე !!! და ისიც ნათელია რომ ოქროსბურთს ამას აჩუქებენ როცა ამაზე მეტად სხვები იმსახურებენ :)) მესი და რონალდო პირველრიგში მაგრამ არ უნდათამორის მოგება კონკრეტულადკი ის რომ ამ ჯილდოს მესიდაეუფლოს რაც კარგად გამოჩნდა მაშინ როდესაც ფრანგულმა საიტია გამოკითხვა ჩაატარა და ხმების უმეტესობა მესის ეკუთვნოდადა წაშალეს ამის შემდეგ გამოკითხვა მესი თუ არა და არც რონალდო მაშინ რატო მაინცადამაინც მოდრიჩი არ მესმის თუ ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენას ანიჭეპენ უპირტესობას (ეს ბევრჯერ გამოჩნდა) მაშინ საფრანგეთის ნაკრების წევრს უნდა მისცენ მაგრამ საფრანგეთს რომ შევეშვათ აზარიც უნდა გამოვარჩიოთ მაგრამ ეჭვიარ მეპარება იმაშირომ მოდრიჩს “აჩუქებენ” ოქროსბურთს (პერესი დაუსაქმებელი ხომარ დარჩება ჩახლართავს რამეს) :))
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული