"ლივერპულთან" მატჩისას პსჟ-ს ფეხბურთელის სახლიდან 600 ათასის ძვირფასეულობა მოიპარეს

AutoSharing Option
28 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" მოგებულ მატჩში (2:1) პსჟ-ს თავდამსხმელი ერიკ ჩუპო-მოტინგი 65-ე წუთზე ედინსონ კავანის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და თავისი გუნდის გამარჯვებით ძალიან გაიხარა, მაგრამ სახლში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ გაქურდეს.

ქურდებმა სავარაუდოდ იცოდნენ, რომ 29 წლის კამერუნელი იმ დროს სახლში ვერანაირად ვერ იქნებოდა, ოჯახის წევრებიც მის მხარდასაჭერად სტადიონზე წავიდნენ და შესაფერისი დრო შეარჩიეს.

პოლიციის ცნობით, ჩუპო-მოტინგის სახლიდან 600 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასი ნივთები წაიღეს.

ჩუპო-მოტინგი პსჟ-ში ამა წლის ზაფხულში "სტოკიდან" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველები იქნებოდნენ
Zaza
13:36 30-11-2018
3
ნეტა არ გადასულიყო საერთოდ... :/
ვვვ
10:28 30-11-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული