მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

AutoSharing Option
დაკარგვიდან ორი დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ნახევარმცველი ალეკსეი ლომაკინი.

ლომაკინის დედამ პოლიციაში განაცხადა, რომ მისი შვილი 30 ნოემბერს "ლოკომოტივის" ბაზაზე წავიდა, იქ დარჩა და შემდეგ დაიკარგა.

დედის თქმით, მისი შვილი სამედიცინო პრეპარატ ტროპიკამიდს იღებდა და არაადეკვატური ხდებოდა.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელი მეგობართან ერთად უგონოდ დათვრა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

ლომაკინი "ლოკომოტივის" აკადემიის აღზრდილი იყო. ამა წლის თებერვალში გადაიყვანეს პირველ გუნდში, თუმცა მის რიგებში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საწყალი ბიჭი. მაგარი ცოდვაა! პ.ს. დალევას არც ქართველი ფეხბურთელები აკლებენ !!!
G.A.L.
21:24 03-12-2018
2
წმინდად რუსული მოვლენა "დათვრა და...."
saba
20:16 03-12-2018
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული