"ოქროს ბურთი" მოდრიჩს გადასცეს - მასზე ნაკლები გოლი ამ პრიზის მფლობელებს შორის მხოლოდ იაშინს ჰქონდა გატანილი

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთი" "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს გადასცა.

მან 753 ხმა დააგროვა, მეორე ადგილზე 476 ხმით "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გავიდა, ხოლო მესამეზე "ატლეტიკოს" ფორვარდი ანტუან გრიზმანი (414 ხმა).

პრიზს რომ მოდრიჩი მიიღებდა, პრინციპში სიახლე არავისთვის არ იყო, რადგან კარგა ხნის წინ გახლდათ ცნობილი.

მოდრიჩმა წელს კლუბსა და ნაკრებში 3 გოლი გაიტანა, მასზე ნაკლები ამ პრიზის მფლობელებს შორის მხოლოდ ლევ იაშინს (1963 წელს) ჰქონდა გატანილი - 0 გოლი, მაგრამ ის მეკარე იყო.

ცერემონიას ლეო მესი (ბ
არსელონა) და რონალდო არ დაესწრნენ, რომლებიც წინა 11 წლის მანძილზე ამ პრიზის მფლობელები იყვნენ.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე მიიჩნიეს.

წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად "ლიონისა" და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი ადა ჰაგერბერგი აღიარეს, რომელიც თავის გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 29 /
Davijero canavaros meti qonda? Golebis raodenobistvis oqros bucs azleven, batono
Zuka
05 დეკემბერი 2018 11:10
1
გაიხარე ძმაო
jora
05 დეკემბერი 2018 22:15
0
იმსახურებდა რადგან ოქროს ბურთს სტატისტიკის მიხედვით არ აძლევენ მთავარია თამაში,მოდრიჩს გოლები არ გააქვს მაგრამ გუნდი მიყავს გოლამდე და გამარჯვებამდე
Modric
04 დეკემბერი 2018 14:57
28
ამ პრიზს რის დამსახურებით აძლევენ საერთოდ ვეღარ გავიგე? მსოფლიო ჩემპიონი არ არის მოდრიჩი, ევროპის ჩემპიონი არ არის, მნიშვნელოვანი გოლები არ გაუტანია. ალბათ ჩემპიონთა ლიგაზე და პრიმერა დივიზიონის გამო გააკეთეს არჩევანი. რა თქმა უნდა სისულელეა. მბაპეს გვერძეც ვერ დადგება.
ირაკლი
04 დეკემბერი 2018 13:11
8
მე გახლავართ"რეალი"სა და მოდრიჩის (შესაბამისად) გულშემატკივარი,ასევე დიდი პატივისცემა გამაჩნია ხორვატიის ნაკრების და ზოგადად ამ ვაჟკაცი ერის, სასიამოვნოა ერთის მხრივ ლუკას წარმატება, მაგრამ ამ პრიზს 100% ით იმსახურებდა ანტუან გრიზმანი, ასეთ სისულელეს მხოლოდ UEFA და FIFA თუ ჩაიდენდა....(ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომელსაც ბევრი მომხრე უნდა ჰყავდეს წესით)
გელა 67
04 დეკემბერი 2018 12:55
2
საინტერესო მოსაზრებაა მაგრამ, ფიფა და უეფა არაფერ შუაშია ამ პრიზთან ))
რა მაფიაა?
04 დეკემბერი 2018 14:41
2
მსოფლიოში კი არა ხორვატიის ნაკრებშიც კი არაა საუკეთესო, რეალში ხო საერთოდ ზედმეტია საუბარი ამაზე... საქველმოქმედო ორგანიზაციად გადაიქცა ფრანს ფუტბოლი თუ?
Musenbezi
04 დეკემბერი 2018 12:54
3
რონალდო ან მბაპე უნდა ყოფილიყო საუკეთესო
ქართველი
04 დეკემბერი 2018 11:52
14
მოდრიჩს ოქროს ბურთი კი არა კვახი.
mafia martavs fexburts
04 დეკემბერი 2018 11:32
4
საერთოდ მსოფლიო ფეხბურთის მამებმა და ჩინოვნიკებმა ხომ მიგვაჩვიეს თავიანთ არაორდინალურ გადაწყვეტილებებს,მაგრამ ეს ბოლო ხომ საერთოდ იყო რაა.მოდრიჩს ოქროს ბურთი.სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...
ჰა ჰა ჰაააა
04 დეკემბერი 2018 11:27
4
რა მესი სეზონი ჩააგდო კლუბშიც და ნაკრკბშიც ლა ლიგა არ ითვლება, ცოტა რომ გაუმართლოს ალავესიც მოიგებს, რონალდომ მსოფლიო ჩააგდო, კი ორივე ნებისმიერ დროს ჯობია დანარჩენებს მაგრამ პრიზს სეზონის მიხედვით აძლევენ, ნიჭის მიხედვით რომ იძლეოდნენ ქინქლაძესაც ექნებოდა რამოდენიმე. მოდრიჩს რაც შეეხება - ვიღაცისთვის ხომ უნდა მიეცათ და...
ზორბეგი
04 დეკემბერი 2018 11:21
13
ზორბეგ ერთი ძმურად შეგვახსენე რომელი სეზონი ჩააგდო კლუბში მესიმ? რაც შეეხება ნაკრებს, ათასჯერ მაქვს ნათქვამი,რომ გუნდში ნამდვილად მოხდა განხეთქილება თორემ მესი ისეთი მოტივირებული წავიდა სათამაშოდ არ არსებობს, მესის წარმატებით არ ეთამაშა! მე მგონი მესის გარდა ათი კაციც თამაშობს ნაკრებში და ყველას ცოდვას ნუ ავკიდევთ მესის. მესი, რომ "გვერდზე" გაწიეს ეს იქიდანაც გამოჩნდა, როცა ფრანს ფუტბოლის მიერ გულშემატკივრების გამოკითხვა გააუქმეს, სადაც მესი მოდრიჩს, რონალდოს, სალახს, მამბეს, და ყველას უსწრებდა, აქედან უკვე ვიცოდი მესის საერთოდ არ შეიყვანდნენ. როგორც იქნა დამთავრდა ეს საფეხბუთო კომიკური კომედია. მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელო ლეო შენს გვერდით გვიგულე!!!!
გია1
04 დეკემბერი 2018 13:23
1
ამას თუ ჩვენი "ჩაკვე" არ ჯობდეს მე ვიყო გაჩხერილი მარადონა.
armando
04 დეკემბერი 2018 11:02
3

სიახლეები პოპულარული