IFFHS-ს ვერსიით მოდრიჩი მესიზე უკეთესი პლეიმეიკერია

AutoSharing Option
IFFHS-მ (ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია) წლის საუკეთესო პლეიმეიკერად "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი აღიარა.

გამოკითხვაში, რომელშიც 90 ქვეყნის ექსპერტი მონაწილეობდა, მოდრიჩმა 272 ქულა მოაგროვა.

მეორე ადგილზე 144 ქულით ლეო მესი (ბარსელონა) გავიდა, ხოლო მესამეზე ედენ აზარი (ჩელსი, 114 ქულა).

წელს ხორვატმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მას ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებაზე ჩატარებულ 13 მატჩში ჯერ გოლი არ გაუტანია, მესიმ კი ამავე ტურნირის 11 შეხვედრაში 9-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. რაც შეეხება აზარს, ამ სეზონში პრემიერლიგაზე
12 თამაშში 7 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მერე იტყვიან ბაბუ პერესს გავლენა არ აქვსო. რონალდო დარჩენილიყო ვნახავდით მოდრიჩს რას მიცემდნენ. ან რა გახადეს ერთი ჩვეულებრივი ნახევარმცველია, არც ლამპარდზე არც ჟერარდზე მეტი,ხავი ინიესტაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ინიმ 2 ჯერ უკეთესი სეზონები ჩაატარა ვინ დაუფასა? ყოლოდა პერესი პატრონად.. ტიპი მოდრიჩზე თუ გაბრაზდა ვარანს მოაგებინებს
0
გადაგვაყოლეს ამ მოდრიჩით ბარემღა, გადავარქვათ სახელი და გვარი და დავარქვათ ლეო და კრისტიანო. (მე ლეო არ მემეტება), კარგით რაა, მართლა და მართლა. ყველა, როგორ მესის ეჯიბრება და ვითომ "ყველაფერში უსწრებენ?". მოდრიჩი ნამდვილად არ იმსახურებს ოქროს ბურთს, ეს პირადად ჩემი და არა მარტო ჩემი, ბევრის აზრია. რონალდოს გადასვლის მერე, ყეყეჩივით იდგა მინდორზე და ფეხსაც ვერ ანძრევდა რა ვიგონებ? პირადად ოქროს ბურთის მინიჭებას, ორ დიდებულ ფეხბურთელებს შორის გავაკეთებდი, მესი და როლანდო!!!!! რა ვქნა პირველობა ისევ მესის!. გთხოვთ გაუშვათ.
გია1
10:55 30-11-2018
2

სიახლეები პოპულარული