"ოქროს ბურთი" მოდრიჩს გადასცეს - მასზე ნაკლები გოლი ამ პრიზის მფლობელებს შორის მხოლოდ იაშინს ჰქონდა გატანილი

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთი" "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს გადასცა.

მან 753 ხმა დააგროვა, მეორე ადგილზე 476 ხმით "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გავიდა, ხოლო მესამეზე "ატლეტიკოს" ფორვარდი ანტუან გრიზმანი (414 ხმა).

პრიზს რომ მოდრიჩი მიიღებდა, პრინციპში სიახლე არავისთვის არ იყო, რადგან კარგა ხნის წინ გახლდათ ცნობილი.

მოდრიჩმა წელს კლუბსა და ნაკრებში 3 გოლი გაიტანა, მასზე ნაკლები ამ პრიზის მფლობელებს შორის მხოლოდ ლევ იაშინს (1963 წელს) ჰქონდა გატანილი - 0 გოლი, მაგრამ ის მეკარე იყო.

ცერემონიას ლეო მესი (ბ
არსელონა) და რონალდო არ დაესწრნენ, რომლებიც წინა 11 წლის მანძილზე ამ პრიზის მფლობელები იყვნენ.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე მიიჩნიეს.

წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად "ლიონისა" და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი ადა ჰაგერბერგი აღიარეს, რომელიც თავის გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 29 /
Davijero canavaros meti qonda? Golebis raodenobistvis oqros bucs azleven, batono
Zuka
11:10 05-12-2018
1
იმსახურებდა რადგან ოქროს ბურთს სტატისტიკის მიხედვით არ აძლევენ მთავარია თამაში,მოდრიჩს გოლები არ გააქვს მაგრამ გუნდი მიყავს გოლამდე და გამარჯვებამდე
Modric
14:57 04-12-2018
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული