"ოქროს ბურთი" მოდრიჩს გადასცეს - მასზე ნაკლები გოლი ამ პრიზის მფლობელებს შორის მხოლოდ იაშინს ჰქონდა გატანილი

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთი" "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს გადასცა.

მან 753 ხმა დააგროვა, მეორე ადგილზე 476 ხმით "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო გავიდა, ხოლო მესამეზე "ატლეტიკოს" ფორვარდი ანტუან გრიზმანი (414 ხმა).

პრიზს რომ მოდრიჩი მიიღებდა, პრინციპში სიახლე არავისთვის არ იყო, რადგან კარგა ხნის წინ გახლდათ ცნობილი.

მოდრიჩმა წელს კლუბსა და ნაკრებში 3 გოლი გაიტანა, მასზე ნაკლები ამ პრიზის მფლობელებს შორის მხოლოდ ლევ იაშინს (1963 წელს) ჰქონდა გატანილი - 0 გოლი, მაგრამ ის მეკარე იყო.

ცერემონიას ლეო მესი (ბ
არსელონა) და რონალდო არ დაესწრნენ, რომლებიც წინა 11 წლის მანძილზე ამ პრიზის მფლობელები იყვნენ.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე მიიჩნიეს.

წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად "ლიონისა" და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი ადა ჰაგერბერგი აღიარეს, რომელიც თავის გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 29 /
ასეც ვიცოდი :)) ამ ჯილდომ ჩემთვის ფასი დაკარგა :)) მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები რომ მესი და რონალდო არიან ამაში ვფიქრობ რომ ეჭვიარარვის არ ეპარება :)) და ყველაზე მეტად იმაზე გამეცინა რომ მესი სამეულშიც არ მოახვედრეს :)) ამას რომ თავი დავანებოთ თუმაინცადამაინც მსოფლიო ჩემპიონატს ანიჭებდნენ პრივილეგიას მაშინ ფრანგისთვის უნდა გადაეცათ მაგრამ არა ასე იყო გადაწყვეტილი და მოხდა კიდეც “ფრანს ფუტბოლმა” ის შეცდომაც დაუშვა რომ ოქროს ბურთის გამოკითხვები ჩაატარეს და წაშალეს სადაც მესის ხმების ნახევარზე მეტი ჰქონდა :)) მოდრიჩზემეტად იმსახურებდნენ გრიზმანი, აზარი, კეინიც მაგრამ არაუშავრს სულ ოქროს ფუცებიც რომჩააცვან დაათამაშონ საუკეთესოები მესი და რონალდო იქნებიან :)) რაც ფეხბურთის მოყვარულებისათვის ჩემთვის პირადად ფუფუნებააა ამ ორი გენიის ერაში ცხოვრება. რაც შეეხება მოდრიჩს ვულოცავ და კიდევ არ ვამბობ რომ მან ეს ჯილდო არ დაიმსახურა უბრალოდ მასზე მეტად სხვები იმსახურებდნენ
5
ლეო უცხოპლანეტელია და ამ ჯოლდოს როგორ მიიგებდა? ეს ჯილდო ამქვეყნიური პეხბურტელებისტვისაა.
a.a.
03:30 04-12-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული