"რივერმა" 9-კაციან "ბოკას" დამატებით დროში სძლია და ლიბერტადორესის თასი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 დეკემბერს, ლიბერტადორესის თასის განმეორებით ფინალურ მატჩში "რივერ პლეიტმა" 3:1 დაამარცხა "ბოკა ხუნიორსი" და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, საპასუხო კი "ბოკას" ავტობუსზე თავდასხმის გამო მადრიდში გაიმართა. პირველი ტაიმის დასასრულს ბენედეტომ "ბოკა" დააწინაურა, 68-ე წუთზე პრატომ საპასუხო გოლი გაიტანა და დამატებითი დრო დაინიშნა.

92-ე წუთზე მსაჯმა "ბოკას" ნახევარმცველი ბარიოსი გააძევა, მერე კინტერომ ანგარიში 2:1 გახადა, შემდეგ გაგომ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო, ხოლო რადგან მის გუნდს ცვლილებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, მოედანზე ცხრანი დარჩნენ. ბოლოს მარტინესმა მესამედ
დალაშქრა ანდრადას კარი და "რივერმა" გაიმარჯვა.

"რივერ პლეიტმა" მეოთხედ მოიგო ლიბერტადორესის თასი

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ".
რივერ პლეიტი - ბოკა ხუნიორსი 3:1 (ძირითადი დრო 1:1)
გოლები: 0:1 ბენედეტო (44), 1:1 პრატო (68), 2:1 კინტერო (109), 3:1 მარტინესი (120+2)
გაძევება: ბარიოსი (92)

რივერ პლეიტი: არმანი, მაიდანა, კასკო, მონტიელი (მაიადა 74), პინოლა, პერესი, პონსიო (კინტერო 58), პალასიოსი (ალვარესი 97), ფერნანდესი (სუკულინი 111), მარტინესი, პრატო

ბოკა ხუნიორსი: ანდრადა, მაგალიანი, ისკერდოსი, ოლასა, ბუფარინი (ტევესი 111), ნანდესი, ბარიოსი, პერესი (გაგო 89), პავონი, ვილია (ხარა 96), ბენედეტო (აბილა 62)

მკითხველის კომენტარები / 2 /
თამაში რომ ძალიან დაძაბული იყო,გასაგებია,მაგრამ ჩვენი კომენტატორების უაზრო ღრიალმა, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.სტადიონის ემოციას თავისი ხიბლი აქვს,მაგრამ კომენტატორი სად ზის,არ უნდა ივიწყებდეს.ბოლოს იძულებული გავხდი,ხმა მთლიანად ჩამეწია,ასე კი თამაშით მიღებული სიამოვნება ნახევარიც აღარ არის.
სოსო
10:08 10-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული