ტიერი ანრიმ ახალგაზრდა ფეხბურთელს "მკვლელი" მზერით ანიშნა, რომ სკამი გაესწორებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ "მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა ტიერი ანრიმ გუნდის 20 წლის მეკარე ლოიკ ბადიაშილესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

თითქოს არაფრით გამორჩეული შეხვედრა ჟურნალისტებთან ერთი სახალისო ფაქტის გამო ვირუსული მოკლე დროში გახდა.

მაშინ, როცა პრესკონფერენცია დასრულდა და ტიერი ანრი და ახალგაზრდა მეკარე წამოდგნენ, ბადიაშილეს სკამის გასწორება დაავიწყდა, რის პასუხადაც მწვრთნელის დაჟინებული მზერა მიიღო. ეს იმის ნიშანი იყო, რომ მას სკამი უნდა გაესწორებინა. ახალგაზრდა მეკარე დაბრუნდა, ტიერი ანრის მოთხოვნა შეასრულა და შემდეგ დატოვა საკონფერენციო დარბაზი.

ვიდეომ დღის განმავლობაში ასიათასობით ნახვა მოიპოვა.

"მონაკო" დღეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში "დორტმუნდს" უმასპინძლებს. დღევანდელ შეხვედრას ფრანგული კლუბისთვის სატურნირო მნიშვნელობა არ გააჩნია. ტიერი ანრის შეგირდები 1 ქულით ბოლო პოზიციას იკავებენ.

 

altჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: "ენფილდ როუდზე" ბევრი რამ წყდება

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვითომ არაფერია, მაგრამ აი ესაა შეგნება და ადამიანობა. ანრი დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანი
წესი
19:17 11-12-2018
0
სამხედრო დისციპლინა! დონეა!
ჯეფერსონ
22:54 11-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული