"ჩელსისა" და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელს ალვარო მორატას კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს.
"მარკა" RAC 1-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მან თავისი სამსახური "ბარსელონას" შესთავაზა.
"რეალის" აღზრდილი ფეხბურთელი ამ სეზონში პრემიერლიგაში წარმატებულად ვერ ასპარეზობს და ამიტომ გადაწყვიტა ლა ლიგაში დაბრუნება.
მან "არისოკრატებში" 68 მატჩში 22 გოლი გაიტანა.
ამჟამად "ბარსა" ცენტრალური მცველისა და ნახევარმცველის შეძენას ცდილობს და შესაძლოა, მალე "აიაქსიდან" დე ლიგტი და დე იონგი გადაიყვანოს.
თუმცა, კატალონიური კლუბი არც კარგი ფორვარდის დამატებაზე არ იტყვის უარს, რადგან ლუის სუარესი იანვარში 32 წლის გახდება, თანაც,
მუხლის ქრონიკული ტრავმა აქვს და საოპერაციოა.