14 იანვარს რონალდოს ორი წლით თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებენ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო 2019 წლის 14 იანვარს მადრიდის სასამართლოს წინაშე გადასახადების დამალვის გამო წარსდგება.

AS-ის ცნობით, ფეხბურთელი დამნაშავედ საგადასახადო თაღლითობის ოთხ შემთხვევაში იქნება ცნობილი, რომლის საერთო თანხა 14.7 მილიონ ევროს შეადგენს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან, ოღონდ ეს სასჯელი პირობითი იქნება.

ადრე რონალდომ 13.4-მილიონიანი ჯარიმა გადაიხადა, მაგრამ სასამართლოს წინაშე ჯერ არ წარმსდგარა.

კრიშტიანოს ადვოკატი პირობითი სასჯელის 375 ევროთი შეცვლას ცდილობდა, მაგრამ ამაზე უარი ეთქვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოშიც იყოს ასეთი კანონი და შესრულება,რამდენი ნაგავი მოხვდებოდა იქ.
??????????????
14:17 15-12-2018
1
მე ვიქნები შენი ოფიცერი, თუ ჭკვიანად იქნები შეღავათს დაგიწესებ
პრობაციის ოფიცერი
20:43 14-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული