ევროპა ლიგაზე "იაბლონეცთან" მატჩში (0:1) დებიუტის შემდეგ, კომენტარი კიევის "დინამოს" 18 წლის თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა გააკეთა.
"ნდობისათვის მინდა მწვრთნელს მადლობა გადავუხადო. მსურდა მოედანზე გავსულიყავი და გუნდს შედეგის მიღწევაში დავხმარებოდი. ამის მიღწევას შემდეგ შეხვედრებში შევეცდები. 10 დეკემბერს შევიტყვე, რომ პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებდი, თამაშის დღეს კი მითხრეს, რომ განაცხადში შემიყვანდნენ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი შესაძლებლობა ცხოვრებაში ყველას როდი ეძლევა. იმედია, შანსი გამოვიყენე, თუმცა ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ორივე გუნდი ერთნაირ პირობებში იმყოფებოდა, უბრალოდ პირველ ტაიმში თამაში არ
წაგვივიდა. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა და გოლი უნდა გაგვეტანა. ვერ ვიტყვი, რომ სათანადოდ განწყობილნი არ ვიყავით: პირიქით, გვსურდა მოგვეგო. თუმცა, რაღაც არ გამოგვივიდა.
ჩემთვის "დინამო" ყველაფერია. აქ გავიზარდე, ბავშვობიდან კლუბის სისტემაში ვიყავი. თუ რაიმეს მივაღწიე, ეს "დინამოს" და ჩემი პარტნიორების დამსახურებაა".
მარჯვნივ წითაიშვილი–მარცხნივ ჩაკვეტაძე ძალიან მაგარი იქნება