მოსკოვის ლოკომოტივის პოლონელმა ნახევარმცველმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა განაცხადა, რომ ალკოჰოლური სასმელები არ უყვარს.
"ევროპა ლიგის მოგების შემდეგ დილის 6 საათზე აუზში ვცურაობდი? დიახ, ასე იყო. არ დავრჩი გუნდთან ერთად და სახლში წავედი. დილით ვიცურავე. ფეხი მტკიოდა და საჭირო იყო.
უბრალოდ არ მიყვარს წვეულებები და ალკოჰოლური სასმელები. აბსოლუტურად. ჩემს მეგობარ გოგონასაც არ უყვარს. შამპანური გავსინჯე და არ მომეწონა. რა თქმა უნდა, ამის გაგება რუსებს ძალიან გაუჭირდებათ (იცინის)".
კრიხოვიაკი "ლოკომოტივში" სეზონის ბოლომდე პსჟ-ს ჰყავს განათხოვრებული.
მან ევროპა ლიგა "სევილიაში" თამაშისას მოიგო.
არ მიყვარს ალოკოჰოლური სასმელები - რუსებს ამის გაგება გაუჭირდებათ" style="height: 50px; width: 50px;" />გჟეგოჟ კრიხოვიაკი: არ ვარ დარწმუნებული, რომ კვირკველია გასაძევებელი იყო