კლუბიდან გამოსვლის შემდეგ არშავინმა ცხენით გაისეირნა და საფასური არ გადაუხდია.
კადრები ინტერნეტში გუშინ გავრცელდა, ის მალევე ვირუსული გახდა და ასიათასობით ნახვა აქვს.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ არშავინის ცოლმა სოციალური ქსელები გააუქმა.
რუსმა ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში "ზენიტის", "არსენალის" და "ყუბანის" რიგებში იასპარეზა, ბოლოს კი ყაზახურ "კაირათში" თამაშობდა, მან კარიერა რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.
რუსეთის ნაკრების ექს-კაპიტანის არშავინის მეუღლე თვითმფრინავიდან ჩამოსვეს