მუნირი "ბარსელონას" ზაფხულში დატოვებს

AutoSharing Option
23 წლის თავდამსხმელს ელ-ჰადადი მუნირს "ბარსელონას" დატოვება სურს.

"მუნდო დეპორტივო" იტყობინება, რომ ის უკმაყოფილოა გუნდში თავისი მდგომარეობით და 2019 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგია.

მისი სამსახურით "ბეტისი", "ალავესი", "სელტა", "შალკე", "მარსელი", "ვესტ ჰემი" და "ნაპოლი" არიან დაინტერესებულნი.

მუნირი "ბარსას" აღზრდილია და გასულ სეზონში "ალავესში" იყო განათხოვრებული, ამ სეზონში კი ესპანეთის ჩემპიონატის 7 მატჩში (1 ძირითად შემადგენლობაში) 1 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული