34 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი რობინიო "სივასპორიდან" თურქეთის ჩემპიონატის ლიდერ გუნდში, "ისტანბულში" გადავიდა.
ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.
რობინიო ახალ გუნდში ემანუელ ადებაიორთან იასპარეზებს, რომელთან ერთადაც "მანჩესტერ სიტიში" ასპარეზობდა.
რობინიო "სივასპორში" ამა წლის იანვარში ჩაირიცხა, ამ სეზონში კი ქვეყნის ჩემპიონატის 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.